მერაბ ქვარაია: ბოკერიას თეორიით, საქართველოში 24 000 პატიმარი უნდა ყოფილიყო, რომ უცხოეთიდან დაფინანსება მიეღოთ

„გიგა ბოკერიას თეორიით, საქართველოში 24 000 პატიმარი უნდა ყოფილიყო, რომ უცხოეთიდან დაფინანსება მიეღოთ”, – აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მერაბ ქვარაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშების მოსმენა მიმდინარეობს. მან წინა ხელისუფლების პერიოდში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის ინტერვიუ გაიხსენა, სადაც ის ამბობს, რომ “სამი ადამიანის დახოცვის ფაქტთან დაკავშირებით, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა, მან მინისტრ ვანო მერაბიშვილს მიმართა და უდანაშაულო ადამიანების დაცხრილვის ფაქტის შესახებ მოახსენა. „მან მინისტრისგან პასუხად მიიღო, რომ ასეთივე 200 ბანდიტს სანამ არ გაისტუმრებდნენ იმ ქვეყნად, არ გაჩერდებიან. ის, რომ ამავე ინტერვიუში იგი საუბრობს გიგა ბოკერიას თეორიაზე, რომ აუცილებელია საქართველოში 24 000 პატიმრის ყოლა, რადგან თუ მივაღწევთ ამ ზღვარს, შემდეგ უკვე წამოვა დახმარებები პატიმრებისთვის ციხეების ასაშენებლად. აი, ასეთი არანორმალური რეალობიდან მოვდივართ ჩვენ. და ეს ადამიანები, რომლებსაც ანალოგიური პოლიტიკური კოდი და ანალოგიური ხედვები დღესაც აქვთ სახელისუფლებო დანაშაულის ხელწერის მქონენი, დღესაც პარლამენტში სხედან, დღესაც ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ამისთვის ილტვიან ყველა შესაძლო მეთოდებით”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ. მერაბ ქვარაიამ თხოვნით მიმართა სახალხო დამცველს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს, უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა, 2005-2010 წლებში პატიმრებზე უკანონოდ დარიცხულ თანხებზე. „განსაკუთრებით უკანონო, ყველანაირი ლოგიკიდან და კანონიდან იყო ამოვარდნილი 2005-2010 წლებში სააკაშვილის ხელისუფლების მოქმედება, როდესაც ბევრ პატიმარს არარეალური, არანორმალური თანხები დარიცხეს. ეს დარიცხული თანხები დღესაც არსებობს ქაღალდზე. ამ ადამიანებმა ხშირ შემთხვევაში უსამართლოდ მოიხადეს სასჯელი, დღეს აგრძელებენ ცხოვრებას თუმცა, ტვირთად აწვებათ ის ვალდებულებები, რომლის გადახდაც არც სამართლიანია და არც ამის შესაძლებლობა აქვთ. ასეთი განცხადებები შემოდის, ერთობლივად მივაქციოთ ყურადღება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ 10 წელზე მეტია გასული ამ თანხების დარიცხვის შემდეგ და ამ თანხების ამოღების არც პერსპექტივა არსებობს. იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანები ამ არარეალური წნეხისგან”, – აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.​
04.06.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
3.3011
Down 0.0032
RUB
100
RUB
4.3714
Down 0.0217
EUR
1
EUR
4.0032
Down 0.0115
TRY
1
TRY
0.4473
Down 0.0000
განახლების დრო 27-01-2021