მერაბ ქვარაიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მეორე მოსმენით განსახილველად წარმოადგინა კანონპროექტი, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი გამოიტანა პარლამენტის წევრმა, მერაბ
ქვარაიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში
მეორე მოსმენით განსახილველად. პარლამენტის წევრების: მერაბ ქვარაიას,
ზაზა გაბუნიას, გოგა გულორდავასა და რატი იონათამიშვილის,
საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, ჩანაწერები „ადგილობრივი
საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ და „ადგილობრივი საქალაქო
რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა“ იცვლება
„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო
გადაყვანით“ და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემით“, რითიც კანონი
შესაბამისობაში მოვა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსთან“.
ტერმინის „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“
ნაცვლად გამოყენებული იქნება „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანო“, ხოლო ტერმინის „თვითმმართველი ერთეული“ ნაცვლად –
„მუნიციპალიტეტი“. ამასთან, კანონის 5² მუხლის მე-2 პუნქტში
დაზუსტდება რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გამცემი ორგანო
და ნაცვლად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოსი, ამ
უფლებამოსილების განმახორციელებლად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანო. კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული
წესით განიხილავს, კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით დაუჭირეს მხარი.
10.06.2020