მერაბ ქვარაიამ ენერგოომბუდსმენის ანგარიში შეაფასა
"მადლობა ასეთი ჰიპერინფორმაციული მოხსენებისთვის. მართლაც მნიშნელოვანი ფუნქცია გეკისრებათ და კარგია, რომ ასეთი აქტიურია თქვენი ოფისი. ენერგოომბუდსმენი სიახლეა ჩვენს თანამედროვე საქართველოში, ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ის ანგარიშიც, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიგოს ენერგოომბუდსმენის ოფისის შესახებ და იცოდნენ იმ გამოწვევებთან დკავშირებით, რომელიც მათ აქვთ, ვის, როდის და როგორ მიმართონ“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
ძვირფასო მოქალაქეებო, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად ისარგებლეთ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის - ენერგოომბუდსმენის დახმარებით:
☎️ 16-216 (ცხელი ხაზი).
30.06.2020