იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: , მერაბ ქვარაიას, ზაზა გაბუნიას გოგა გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად. მომხსენებლის, პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები იმ სატრანსპორტო პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის მიზანი ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგებაა დედაქალაქში. „შემოთავაზებული პროექტის მიზანია აღმოფხვრას საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებული გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვების პრობლემა. კანონის პროექტით გათვალისწინებულია ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე სატრანსპორტო საშუალების პარკირების განსაზღვრა სამართალდარღვევად. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება ისეთი ქმედებები, როგორიცაა: ნებართვის მქონე ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირების აკრძალვა და პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების შემოსავლის მიღების მიზნით გამოყენების შემთხვევების აკრძალვა“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ. კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შესაბამისი დათქმების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ . კანონპროექტის თანახმად, ჯარიმებისგან და საურავებისგან თავისუფლდებიან ის მოქალაქეები, რომლებთაც აღნიშნული ფინანსური სახდელი კომპანია „სი-ტი პარკის“-გან 2018 წლის 10 აპრილამდე დაეკისრათ. ცვლილებები რამდენიმე ათას მოქალაქეს შეეხება რაც ჯამში, დაახლოებით 850 ათას ლარს შეადგენს.
13.07.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
3.3332
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.2875
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.8812
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.4381
Down 0.0000
განახლების დრო 27-09-2020