მერაბ ქვარაია: არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი „ევროპულ საქართველოს“ ქვეყნის ყველა რეგიონში დაამარცხებს

პარლამენტის წევრი, ქ.ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, გიგი უგულავას ზუგდიდში მაჟორიტარად წარდგენას ეხმაურება.ქვარაიას თქმით, არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი „ევროპულ საქართველოს“ ქვეყნის ყველა რეგიონში დაამარცხებს:

„უგულავას ზუგდიდში გამარჯვების ისეთივე შანსები აქვს, როგორც ბოკერიას ფოთში და ნათელაშვილს ნაძალადევში, საბოლოო ჯამში ეს შანსები ნულის ტოლია. ერთ რამეს უგულავა ნაწილობრივ მართალს ამბობს, ბიძინა ივანიშვილმა დაამარცხა ისინი 2012 წელს და მას შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილი დაამარცხებს მათ დღესაც, ზუგდიდში, გორში, თბილისში და ყველგან, მთელს საქართველოში, ისევე დამაჯერებლად და თავისუფლად, როგორც ყველა წინა არჩევნებში, ამაში გასაკვირი არაფერია!",- აღნიშნავს ქვარაია.ცნობისთვის, „ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს, 3 აგვისტოს წარადგინა. „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე იქნება.2020 წლის საპარალემტო არჩევნები (ახალი მოდელით 120/30-ზე) 31 ოქტომბერს გაიმართება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.
თბილისში 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქია წარმოდგენილი. საქართველოს დანარჩენ ტერიტორიზე კი 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქია შექმნილი.

03.08.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
3.3164
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.3692
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.9545
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.4235
Down 0.0000
განახლების დრო 30-11-2020