რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, ჩავატარეთ ორდღიანი სამუშაო შეხვედრა დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან .
დღეს ბიუროში შევიკრიბეთ, დეტალურად გავიარეთ და შევაჯამეთ ჩვენი ბიუროს მიერ გაწეული მუშაობა, ზუგდიდში, მთელს ქვეყანაში და მათ შორის საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესები, დავსახეთ სამომავლო გეგმები და შევიმუშავეთ სამოქმედო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს არსებული გამოწვევების კვლევას , შესწავლას და მათი მოგვარების გზებზე მუშაობას.
ქ.ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ მთაწმინდაზე ჩატარებული არჩევნების პროცესები შეაფასა და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს ლადო კახაძეს ღირსეული გამარჯვება მიულოცა