სიახლეები

 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა ქ. გორში გაიმართა, სადაც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია მოხსენებით გამოვიდა.

25 იან 2019
ვრცლად

დუბლინში გამართული ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ირლანდიის გამოცდილების გაზიარება დემოგრაფიული პოლიტიკის, მიგრაციის პროცესების დარეგულირების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების, ხანდაზმულთა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური უზრუნველყოფის საკითხების შესახებ.

25 იან 2019
ვრცლად

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ქ. თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ქ. თბილისის საკრებულოში „თამარ მეფის“ დარბაზში ჩატარდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი. კონკურსი გასული წლის მაისში გამოცხადდა და მისი მიზანი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონის“, „სუფთა მუნიციპალიტეტის“, „სუფთა ქალაქის/დაბა“, „სუფთა სოფლის/თემი“, „სუფთა ქუჩის“, „ლამაზი ეზოსა“ და „ლამაზი აივნის“ გამოვლენა იყო.

20 იან 2019
ვრცლად

მერაბ ქვარაია სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის გეგმის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოხსენებაზე - „რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“:

16 იან 2019
ვრცლად

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურისა და საქმიანობის შესწავლის მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა სხდომა გამართა. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა ა(ა)იპების არსებული ფორმით საქმიანობის განხორციელების მიზანშეწონილობა, სტრუქტურული და ფუნქციური რეორგანიზაცია განიხილეს. სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია როგორც არასამთავრობო სექტორის ისე ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისაგან.

16 იან 2019
ვრცლად

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მოსახლეობას დილიდან აქტიურ რეჟიმში ხვდება. მოქალაქეები პარლამენტის წევრს სხვადასხვა პრობოლემის მოგვარების თხოვნით მიმართავენ. მაჟორიტარი დეპუტატის მიზანია, იყოს მოსახლეობასთან უფრო ახლოს და მაქსიმალურად იზრუნოს თითოეული ზუგდიდელის ცხოვრების გაუმჯობესებასა და მათი პრობლემების მოგვარებაზე. ამისთვის მაჟორიტარი დეპუტატი პერიოდულად მართავს შეხვედრებს, ისმენს მოქალაქეების პრობლემებს და დგამს ქმედით ნაბიჯებს მათ დასახმარებლად. ცნობისთვის, თითოეულ მოქალაქეს გაქვთ შესაძლებლობა მობრძანდეთ, N65 ოლქის ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროში. მისამართი: ქ.ზუგდიდი, კოსტავას ქ. N58 592 24 75 75; 571 22 40 22.

14 იან 2019
ვრცლად

კონცერტში ადგილობრივმა მუსიკალურ-ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ზუგდიდის განვითარების ფონდ „ერთუსლოვნების“ ორგანიზებით ჩატარდა. საქველმოქმედო კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების სხვადახვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

08 იან 2019
ვრცლად

დღეს, სკეიტ პარკში, საახალწლო ღონისძიება "პრეზიდენტის ნაძვის ხე" გაიმართა. ღონისძიება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და მოსახლეობას შობა–ახალი წელი საოკუპაციო ხაზთან მოკლული, გიგა ოთხოზორიას შვილებთან და მრავალშვილიან დედასთან მალვა სვირავასთან ერთად მიულოცა. კონცერტის დასასრულს პატარებს საზეიმო განწყობით, სცენიდან თეთრწვერა თოვლის ბაბუა მიესალმა დ საახალწლო საჩუქრები დაურიგა. დღესვე, სალომე ზურაბიშვილი გიგა ოთხოზორიას ოჯახს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად ესტუმრა და გიგა ოთხოზორია განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის დააჯილდოვა. სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში ვიზიტის ფარგლებში ენგურის ხიდზე და რუხის ინოვაციების ცენტრში იმყოფებოდა

05 იან 2019
ვრცლად

“წელსაც, ისევე როგორც ყოველთვის აქ, ზუგდიდში ვხვდები შობა-ახალ წელს. მიყვარს სადღესასწაულოდ გამოპრანჭული, ხალისიანი და განათებული ზუგდიდი. ზუგდიდს ყოველთვის გამორჩეული ხიბლი და დატვირთვა აქვს, დღეს განსაკუთრებით, აქ ხომ ძალიან ახლოს, ერთ გადაძახილზე ნატვრად ქცეული აფხაზეთია. ამიტომაც სწორედ აქედან, ზუგდიდიდან მინდა მივულოცო ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული და 2019 წლის შემობრძანება სრულიად საქართველოს, მშობლიურ სამეგრელოს, ჩვენს აფხაზეთს, ოსებს, ყველა კუთხეს და ოჯახს ჩვენი ქვეყნისა. ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა, ძლიერება, ერთობა. დაე 2019 წელს მოეტანოს ბედნიერება, სიხარული, სიკეთე და წარმატება ჩვენი ხალხისთვის. უფალი შეგვეწიოს ჩვენ და მთელს საქართველოს!”- მერაბ ქვარაია ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი

31 დეკ 2018
ვრცლად

ქ.ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია და საკრებულოს წევრები მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს წინა საახალწლოდ ესტუმრნენ და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ხასიათის ყურადღება და მზრუნველობა სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია.

29 დეკ 2018
ვრცლად

ტრადიციულ წინასაშობაო შეხვედრაზე მაღალყოვლადუსამღვდელოეს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს შეხვდნენ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები. შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე აქტუალური საკითხები.

29 დეკ 2018
ვრცლად

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის ანგარიში, რომელიც მთავრობის მიერ 2018 წელს გაწეულ სამუშაოებს ეხებოდა. მე განსაკუთრებულად გამოვყოფდი საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის და ყოველწლიურად ამყარებს საქართველოს პოზიციებს ბიზნესის კეთების, ეკონომიკური და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით.

20 დეკ 2018
ვრცლად

"საქართველოს ახალი კონსტიტუცია და რიგით მე-5 პრეზიდენტი ჰყავს. ყველანი წარმატებების მოლოდინში ვართ. ისტორიაში პირველად საქართველოს ჰყავს ქალი პრეზიდენტი, რაც ძალიან დადებითი მოვლენაა. ამასთანავე, ღირსშესანიშნავი ისტორიული ფაქტია ისიც, რომ პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის შემდეგ, პრეზიდენტი გახდა ემიგრაციაში მყოფი ქართული ოჯახის შვილი.

17 დეკ 2018
ვრცლად

პარლამენტის წევრმა, მოხსენებისას განაცხადა რომ აღნიშნული კანონპროექტი რომელიც დიდი ხანია მზადდება, დაარეგულირებს სოციალურ მეწარმეობასთან დაკავშირებულ საკითხებს:

11 დეკ 2018
ვრცლად

დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ კონფერენციაზე ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე: ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის როლი საქართველოში ადამიანის უფლებათა ზედამხედველობის კუთხით; სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში და საპარლამენტო მექანიზმები მისი გახორციელებისთვის.

10 დეკ 2018
ვრცლად

ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებით ქვეყანაში ახალი გამოწვევების ეტაპი იწყება. "საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებით ქვეყანაში ახალი გამოწვევების ეტაპი იწყება. მნიშვნელოვანია, ჩვენი დღის წესრიგი შევქმნათ. უმთავარესი კი ის საჭიროებებია, რომელიც დღეს მოსახლეობის წინაშეა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვისაა აუცილებელი და არა ის, თუ რა უნდა დღეს ვაშაძეს, სააკაშვილს ან რომელიმე პოლიტიკოსს.

04 დეკ 2018
ვრცლად

დღეს, სახელმწიფო რწმუნებულებსა და რეგიონული განვითარებისა და თვითმმართვობის კომიტეტის წევრებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ისაუბრეს თანამშრომლობისა და რწმუნებულის ინსტიტუტის განვითარების სამომავლო პერსპექტივების შესახებ. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, რეგიონული განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია.

03 დეკ 2018
ვრცლად

ადგილობრივი თვითმმართველობა და სამთვარობო სტრუქტურები უკვე მეორე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი. დღეს, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია იმყოფებოდა და ადგილზევე ეცნობოდა სტიქიით მიყენებულ ზარალს. პარლამენტის წევრმა მოსახლეობასთან აღნიშნა, რომ სახელმწიფო მზად არის მაქსიმალური დახმარება გაუწიოს თითოეულ დაზარალებულს:

02 დეკ 2018
ვრცლად

სტიქიამ ამ დროის მონაცემებით, 20-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლი, 4 დევნილთა საერთო საცხოვრებველი და 4 საჯარო სკოლა დააზიანა. ძლიერმა ქარმა განმუხურში მდებარე ამფითეატრი მნიშვნელოვნად დააზიანა. სტიქიამ ასევე, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა სოფლების უმეტესობას, ყველა პრობლემურ ადგილზე ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები მუშაობენ.

01 დეკ 2018
ვრცლად

„პირველი ტურისგან განსხვავებით მეორე ტურში ველოდებით ჩვენი ამომრჩევლის მაქსიმალურ აქტივობას. მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის განვითარებულ მომავალს, სტაბილურობას, სიმშვიდეს და დარწმუნებული ვარ ჩვენს წარმატებაში. მჯერა, რომ ეს არჩევნები ჩატარდება მაღალი ევროპული სტანდარტებით, თავისუფალ დემოკრატიულ გარემოში“-მერაბ ქვარაია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი

28 ნოე 2018
ვრცლად

ეს იქნება ერთგვარი ტესტი, თუ რამდენად ღირებულია ჩვენთვის ჭეშმარიტი ფასეულობები და მისი დაცვა, ვბრუნდებით უკან წარსულში თუ ვირჩევთ მომავალს და ვაგრძელებთ განვითარებას. დარწმუნებული ვარ ჩვენ პრინციპულ და სწორ არჩევანს გავაკეთებთ, ეს სალომე ზურაბიშვილი და ქართული ოცნებაა - N48. გვახსოვდეს, რომ დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებით ვდგამთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წარმატებული მომავლისკენ”-მერაბ ქვარაია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი

27 ნოე 2018
ვრცლად

დღეს, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ბარამიას, გორის და ჯანაშიას ქუჩებზე კომპაქტურად დასახლებულ დევნილებს შეხვდნენ.

22 ნოე 2018
ვრცლად

"განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ www.izrune.ge-ს იდეა პირველად ჩვენს რეგიონში გაჟღერდა, განმუხურის ხიდთან მოხდა ეს ამბავი, მაშინ შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც პედაგოგები, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. www.izrune.ge ძალიან საინტერესო და სასარგებლო, პროექტია.

21 ნოე 2018
ვრცლად

დღეს, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. პორტალი, მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს, თავად ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გააცნო. პორტალის პრეზენტაციას ქ.ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

20 ნოე 2018
ვრცლად

"600 000 ადამიანი შვებით ამოისუნთქავს და ეს ძალიან სასიხარულო ამბავია. თითოეული მათგანი საფინანსო ვალდებულებითი თვალსაზრისით სუფთა ფურცლიდან დაიწყებს ცხოვრებას. ამ არაჩვეულებრივ აქციას შემდგომი ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს, რათა საბანკო სექტორთან ურთიერთობა სიკეთის მომტანი იყოს მოსახლეობისთვის და არა პირიქით. საჭიროა გარკვეული რეგულაციები, რათა არც საბანკო-საფინანსო სისტემა დაკნინდეს და არც მოსახლეობა დაზარალდეს. ის პრაქტიკა, რომ ადამიანები უკანასკნელ საცხოვრისსაც კი კარგავდნენ და ლამის ცხოვრების პერსპექტივა ეკარგებოდათ სასესხო ვალდებულებების წნეხქვეშ, უნდა დასრულდეს"-მერაბ ქვარაია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი

19 ნოე 2018
ვრცლად

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9446
Down 0.0020
RUB
100
RUB
4.6194
Down 0.0024
EUR
1
EUR
3.2606
Down 0.0084
TRY
1
TRY
0.5077
Down 0.0036
განახლების დრო 10-12-2019