სიახლეები
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში
პირველკურსელებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ახალი სასწავლო წლის
დაწყება სტუდენტებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, ზუგდიდის
მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, საკრებულოს
თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის
რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა მიულოცეს. ღონისძიებაზე
მისასალმებელ სიტყვაში, უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ გასული
სასწავლო წელი შეაჯამა და პირველკურსელებს წარმატებული სტუდენტობა
უსურვა. ქალატონმა თეონამ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტმა დაარსების
დღიდან დღემდე უამრავ წარმატებას მიაღწია, როგორც ქვეყნის შიგნით, მის
ფარგლებს გარეთაც, რასაც მოწმობს სტუდენტების აქტიური ჩართულობა
გაცვლით პროგრამებში.
24 სექ 2018
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე
ზურაბიშვილი ზუგდიდის მოსახლეობის წინაშე მოსწავლე ახალგაზრდობის
განვითარების სასახლეში წარსდგა, სადაც ესწრებოდნენ ზუგდიდში
მცხოვრები მოსახლეობა, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, სტუდენტები და საპრეზიდენტო
კანდიდატის მხარდამჭერები.
22 სექ 2018
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ნარკოპოლიტიკასთან
დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკას აფასებს. დეპუტატის თქით,
აუცილებელია ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია საზოგადოებასა და
მმართველ გუნდს შორის, რათა ყველა კითხვა ამოიწუროს.
21 სექ 2018
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მოსახლეობას
დილიდან აქტიურ რეჟიმში ხვდება. მოქალაქეები პარლამენტის წევრს
სხვადასხვა პრობოლემის მოგვარების თხოვნით მიმართავენ. მაჟორიტარი
დეპუტატის მიზანია იყოს მოსახლეობასთან უფრო ახლოს და მაქსიმალურად
იზრუნოს თითოეული ზუგდიდელის ცხოვრების გაუმჯობესებასა და მათი
პრობლემების მოგვარებაზე.
18 სექ 2018
ქ. ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო
ღონისძიებით აღინიშნა. ღონისძიებას, სკოლის ადმინისტრაციისა და
მოსწავლეების გარდა, მშობლები და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბავშვებმა რამდენიმე მუსკალურ და
ქორეოგრაფიული ნომერი შეასრულეს და პირველკლასელებს სკოლის ეზოში
თბილი გარემო შეუქმნეს.
17 სექ 2018
ნონა გაფრინდაშვილი დღეს მშობლიურ ქალაქ ზუგდიდში იმყოფება. ფიდემ
ლეგენდარული თანაქალაქელი მოჭადრაკის „ნონა გაფრინდაშვილის თასი“
დააწესა.
08 სექ 2018
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საშემოდგომო
სესიის პირველი საკომიტეტო მოსმენა აჭარაში, ქალაქ ბათუმში გამართა.
კომიტეტის გასვლითი სხდომის მონაწილეებს კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა
გაბუნია მიესალმა, რომელმაც სხდომების გასვლითი ფორმატის
მნიშვნელობაზე ისაუბრა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ
ქვარაიამ კი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონის“ და საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის“ შესრულების მიმდინარეობის შესახებ“
სამართლებრივი ხასიათის საჭიროებებზე, გამოწვევებსა და კანონმდებლობის
იმპლემენტაციის საკითხებზე ინფორმაცია წარმოადგინა.
07 სექ 2018
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია
მოსახლეობასთან შეხვედრებს პერიოდულად მართავს. მოსახლეობა
პარლამენტის წევრს, სხვადასხვა პრობლემის მოგვარების თხოვნით
მიმართავს. მაჟორიტარი დეპუტატი, პრობლემების შესწავლის შემდგომ მათი
მოგვარების მექანიზმს ეძებს და მოქალაქეების დასახმარებლად მყისიერ
რეაგირებას ახდენს.
03 სექ 2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ
ქვარაიასთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა
წოწერიასთან და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო
სხულუხიასთან ერთად ASB საქართველოს პროექტების კოორდინატორ
გიორგი არსენიძესთან შეხვედრა გამართა.
29 აგვ 2018
დღეს, ასოციაცია „მერკური“–ს ინიციატივითა და ზუგდიდის მაჟორიტარი
დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროს ორგანიზებით, ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის
ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები,
ვეტერინარი ემზარ ჭაჭუა და კინოლოგი დავით თოდუა
ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს ასოციაცია „მერკური“–ს მიერ განხორციელებული მიუსაფარ ძაღლთა პოპულაციის დათვლის შედეგების გაცნობა წარმოადგენდა.
შეხვედრის მიზანს ასოციაცია „მერკური“–ს მიერ განხორციელებული მიუსაფარ ძაღლთა პოპულაციის დათვლის შედეგების გაცნობა წარმოადგენდა.
24 აგვ 2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს, წარჩინებული, მედალოსანი
სკოლადამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა
დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში მერაბ ქვარაიამ, საკრებულოს
თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ,
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ და
განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა
სამასახურის წარმომადგენლებმა წარჩინებული სკოლადამთავრებულები
დააჯილდოვეს, მედალოსნებს წარმატებები უსურვეს და საჩუქრად სიგელები
და წიგნები გადასცეს. ახალგაზრდებს სკოლის წარჩინებით დამთავრება,
ზუგდიდის მაჟორიტარმა მიულოცა და ცხოვრებაში მრავალგზის ჯილდოს მიღება
უსურვა:
22 აგვ 2018
დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე
მოწერელია, მაჟორიტარებს, მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს,
სხვადასხვა უწყებების რეგიონულ ხელმძღვანელებს და მედიის
წარმომადგენლებს, ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი
გახარიამ და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების
სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა წარუდგინეს.
21 აგვ 2018
საინიციატივო ჯგუფმა „ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის
რეაბილიტაციისათვის“, დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამუშაო
შეხვედრა გამართა.
21 აგვ 2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე,
რომელსაც წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) პროექტების
შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ მერი დეტალურად
გაეცნო დაქსელვის სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
15 აგვ 2018
ზუგდიდის ბულვარში პიანინო განთავსდა, რომელზეც დაკვრა ნებისმიერ
მსურველს შეუძლია. პიანინო ქალაქის ცენტრალურ ხეივანში ,,შენი იდეა
მერს“ პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი მოქალაქის მერაბ ოკუჯავას
ინიციატივით დაიდგა. თბილისის შემდეგ „შენი იდეა მერს“ ზუგდიდში ლაშა
გოგიას ინიციატივით დაინერგა და მისი მიზანი ქალაქის განვითარებაში
საზოგადოების აქტიური ჩართვაა. ბულვარში სამხატვრო სკოლის
მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატებიცაა გამოფენილი
14 აგვ 2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია მერიის სტრუქტურული
ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა და უხვი ნალექის შედეგად
მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ზიანი დეტალურად განიხილა. მერმა
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე, შესაბამისი
სამსახურებისგან ინფორმაცია მოისმინა და აღნიშნა, რომ უკვე მუშაობს
ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც უხვი ნალექის
შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის. უხვმა ნალექმა შიდა გზები,
სანიაღვრე არხები და ხიდბოგირები დააზიანა, დაიტბორა საკარმიდამო
ნაკვეთებიც. შეხვედრას ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ
ქვარაია, საკრებულოს თავმჯომარე მამუკა წოწერია , მერის პირველი
მოადგილე გია გულორდავა, ა(ა)იპ-ებისა და შ.პ.ს-ების წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
13 აგვ 2018
ქ.ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია დღეს, მოქალაქეებს
ინდივიდუალურად შეხვდა. მოსახლეობა პარლამენტის წევრს, სხვადასხვა
პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართავს. მაჟორიტარი დეპუტატი,
პრობლემების შესწავლის შემდგომ მათი მოგვარების მექანიზმს ეძებს და
მოქალაქეების დასახმარებლად მყისიერ რეაგირებას ახდენს.
09 აგვ 2018
"პირადად მე არ ვეწეოდი, არ ვეწევი და არ ვაპირებ მოვწიო
მომავალშიც, ამასვე ვურჩევ ყველას. ერთადერთი სწორი არჩევანი ჯანსაღი
ცხოვრების წესია და მას უნდა გავუწიოთ პოპულარიზება ყველამ.
შემოდგომაზე პარლამენტი ნარკოპოლიტიკის კომპლექსურ რეფორმას
მიუბრუნდება და არა მარტო მარიხუანის, არამედ საერთოდ ნარკომოხმარების
მიმართ მაქსიმალურად რაციონალური, კარგად გააზრებული და პრაგმატული
მოდელის შემუშავება უნდა მოხდეს"-განაცხადა მერაბ
ქვარაიამ.
01 აგვ 2018
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს პარლამენტის
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით „ფიზიკური
აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვა
გაიმართა. ღონისძიებას კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი,
პარლამენტის წევრები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს და სამეგრელოს რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლები
გაუძღვნენ.
01 აგვ 2018
"საქართველოს მოქალაქეებს და ზუგდიდს მართლაც ამოუვიდათ
ყელში ბ-ნი ვაშაძე და ის სახეები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას"
წარმოადგენენ. ამას "ნაც მოძრაობის" კანდიდატი ზუგდიდში წესით უნდა
გრძნობდეს და ხვდებოდეს და თუ მაინც ჯიუტად "ვერ ხედავს" ამას,
შეუძლია გაეცნოს უმაღლესი სტანდარტით ჩატარებული ყველა წინა
არჩევნების შედეგებს და ამაში მარტივად დარწმუნდება," - აცხადებს
მერაბ ქვარაია.
27 ივლ 2018
მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა .
პარლამენტის წევრი, მერაბ ქვარაია მოსახლეობას ინდივიდუალურად
გაესაუბრა. შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითადად სოციალურ პრობლემებსა და
დასაქმებაზე გაამახვილა ყურადღება.
26 ივლ 2018
ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროს
ინიციატივით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, Studentjob.ge -ისა და
HR hub-ის ორგანიზებით, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში
დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ ჩატარდა. ახალგაზრდების
დასაქმების რეგიონული პროექტი საქართველოს უნივერსიტეტის, კრედო
ბანკის, USAID-ის პროექტის ,,ზრდისა" და World Vision-ის მხარდაჭერით
ტარდება.
25 ივლ 2018
არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკური“ მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვას
იწყებს. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, დღეს,
ასოციაციის ოფისში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადეს. შეხვედრას
ცხოველთა მოყვარულები და დაინეტერესებული პირები ესწრებოდნენ, სადაც
შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი, რომლებმაც კონკრეტული ლოკაციები
გადაინაწილეს და მიუსაფარი ცხოველების აღრიცხვასა და მონიტორინგზე
იმსჯელეს.
25 ივლ 2018
მერაბ ქვარაიას ბიუროს ხელმძღვანელი ირაკლი ბაღათურია და PR-მენეჯერი
მაკა სამუშია ასოციაცია მერკურის პროექტების კოორდინატორს ოლგა
კიკავასა და ჯილდა ჟვანიას შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ზუგდიდში დაგეგმილი მიუსაფარ ცხოველთა მონიტორინგი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია განახორციელებს. მონიტორინგის ინიციატივა ასოციაცია „მერკურს“ ეკუთვნის. ისინი გარკვეული მონაცემების შეკრებას მოხალისეების დახმარებით გეგმავენ.
შეხვედრაზე განიხილეს ზუგდიდში დაგეგმილი მიუსაფარ ცხოველთა მონიტორინგი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია განახორციელებს. მონიტორინგის ინიციატივა ასოციაცია „მერკურს“ ეკუთვნის. ისინი გარკვეული მონაცემების შეკრებას მოხალისეების დახმარებით გეგმავენ.
20 ივლ 2018
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას მორიგი შეხვედრა
მოსახლეობასთან
18 ივლ 2018
ზუგდიდი ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო მსვლელობა
ქალაქში დილის 9:00 საათიდან დაიწყო. სასულიერო პირებმა ღვთისმშობლის
პატიოსანი სამოსელი დადიანების მუზეუმის საცავიდან გამოაბრძანეს და
ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.
15 ივლ 2018
მერაბ ქვარაიას შეკითხვა საქართველოს პრემიერმინისტრს.
14 ივლ 2018
რეგიონალური კამპანიის ფარგლებში, იდეების კონკურსით დაინტერესებულ
ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის
სხდომათა დარბაზში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე:
„კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა ახალგაზრდების
დასაქმებისუნარიანობისა და დასაქმების ზრდისთვის სამეგრელოს
რეგიონში“.
13 ივლ 2018
ჟურნალისტი მაკა სამუშია #65 ოლქის, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი
პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროს PR-მენეჯერი გახდა.
11 ივლ 2018
მერაბ ქვარაიას ბიუროში ბიბლიოთეკების მართვის ცენტრთან ერთად ტარდება
სკოლის მოსწავლეებთან ორკვირიანი საგანმანათლებლო შეხვედრები ჯანსაღი
ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით.
11 ივლ 2018