სიახლეები
დღეს, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში,
ღვთისმშობლის საფარველის მოზაიკური ხატის ნიშის პროექტის პრეზენტაცია
და მისი თავისუფლების მოედანზე აღმართვასთან დაკავშირებული საჯარო
განხილვა გაიმართა.
20 თებ 2020
საპალამენტო დელეგაცია, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილის, გივი ჭიჭინაძის და რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მერაბ ქვარაიას
შემადგენლობით, ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტის ფარგლებში,
საერთაშორისო პროექტის - „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის -
სახალხო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში“ გახსნით
ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
20 თებ 2020
ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენით
განიხილეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
სხდომაზე. პროექტით ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ მუნიციპალიტეტის სხვა საკუთარი უფლებამოსილებები დგინდება.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს უფლებამოსილებები გარკვეული ვადით
მოქმედებს, შესაბამისი ცვლილების მუხლი ემატება გარდამავალი შინაარსის
დებულებებში.
19 თებ 2020
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა
ოდიშარიამ, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი
ჭიჭინაძემ და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ, ნიდერლანდების სამეფოში
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში, სამუშაო შეხვედრა
გამართეს ნიდერლანდებში მოქმედ ქართულ დიასპორული ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო სხვადასხვა
საკითხი.
18 თებ 2020
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა
იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს საქართველოს პარლამენტის წევრის ზაზა
გაბუნიასა და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს
ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ .
12 თებ 2020
მოდელი 100/50-ზე, რომელიც ოპოზიციას შევთავაზეთ, ყველაზე რეალურ,
ყველაზე კომპრომისულ და ყველაზე საღ ვარიანტად მიგვაჩნია, – ამის
შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,
მერაბ ქვარაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“
განაცხადა. „ჩვენი გუნდის კონსტიტუციონალისტები მიიჩნევენ, რომ
გერმანული მოდელი მოქმედ კონსტიტუციასთან შეთავსებადი არ არის.
ამიტომ, ჩვენ სხვა გზით, სხვა მიმართულებით წავედით და ამ ეტაპზე,
მოდელი, რომელიც ოპოზიციას შევთავაზეთ, ყველაზე რეალურ, ყველაზე
კომპრომისულ და ყველაზე საღ ვარიანტად მიგვაჩნია. ამ ეტაპზე,
სახელისუფლებო გუნდი მიიჩნევს, რომ ეს არის ყველაზე გონივრული გზა
კონსენსუსისთვის“, – განაცხადა ქვარაიამ.
06 თებ 2020
რეფერალური პროგრამა;
დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
უსაფრთხოების ინსპექტორთა გადამზადება;
დასაქმების რეგიონული ოფისები.
05 თებ 2020
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია თავის ბიუროსთან გამართულ
აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ნიშანდობლივია, რომ დღეს ამომიგდო
ფეისბუქმა ეს ფოტო... ეს არის პირველი აქცია, რომელიც გვიან ღამე
მოვაწყვეთ ზუგდიდის ციხესთან... იქ, სადაც ადრე თითქმის ერთი წელი
გავატარე ნამდვილ კოშმარში იმ ადამიანებთან ერთად, რომელთაგან ბევრმა,
ისევე როგორც მე, არც იცოდა ნორმალურად, რას ერჩოდნენ.
31 იან 2020
28-29 იანვარს ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის
წევრმა მერაბ ქვარაიამ , მორიგი შეხვედრა მოქალაქეებთან.
მოისმინა მათი პრობლემი და შეძლებისდაგვარად სცადა ქმედითი ნაბიჯები
გადაედგა ადგილობრივების დასახმარებლად.
მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მიზანია, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია.
მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მიზანია, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია.
29 იან 2020
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა
და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის
გაერთიენებულ სხდომაზე, ბოლო პერიოდის განმავლობაში ოკუპირებულ
აფხაზეთში განვითარებულ პროცესებზე იმსჯელეს. ინფორმაცია
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის წარმომადგენლებმა წარუდგინეს. შეხვედრას საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წევრი მერაბ
ქვარაია ესწრებოდა.
17 იან 2020
პირველად ზუგდიდს საახალწლო კონცერტზე ლაპლანდიელი სანტა-კლაუსი
გნომების თანხლებით სტუმრობდა. ამასთანავე, დადიანების
ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმების ეზოში, საახალწლო კონცერტი
გაიმართა, სადაც ადგილობრივი ანსამბლები, ბენდები, ცალკეული
ვოკალისტები, თბილისიდან მოწვეული თათა გიორგობიანი და ბენდიELECRIX
მონაწილეობდნენ.
31 დეკ 2019
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, უფასო სასადილოს,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან,
საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
ოთარ ქადარიასთან, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული
საქართველოს“ თავმჯდომარე თამუნა ჯიქიასთან, ბიუროს ხელმძღვანელ
ირაკლი ბაღათურიასთან და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის
წარმომადგენლებთან ერთად სტუმრობდა და ბენეფიციარებს სახალწლოდ
საჩუქრები გადასცა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ტრადიციისამებრ
წელსაც 550 ბენეფიციარს საახალწლო საჩუქრებს დაურიგებს.
26 დეკ 2019
ამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე
მოწერელიამ, ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში
წარუდგინა. სახელმწიფო რწმუნებულმა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ
პროექტებზე ისაუბრა რისი განხორციელებაც 2019 წელს მოხდა, ასევე
ყურადღება გაამახვილია 2020 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების
შესახებ. ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით 2019 წელს სამეგრელო-ზემო
სვანეთში 1565 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის
ღირებულებამაც 400 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
26 დეკ 2019
საჭადრაკო სკოლის გახსნის ცერემონიალს ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი
დეპუტატი მერაბ ქვარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონთან ჭადრაკში, სპორტის დამსახურებულ ოსტატ
ნონა გაფრინდაშვილთან და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდა. მაჟორიტარმა საზოგადოებას სიტყვით
მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა:
25 დეკ 2019
ქ. ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ,ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, საკრებულოს
თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ და საკრებულოს წარმომადგენლებმა N 2
საბავშვო ბაღის, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და
გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და სოციალური სახლის მშენებლობა
დაათვალიერეს.
24 დეკ 2019
უმრავლესობის წევრი მერაბ ქვარაია ფრაქცია “ქართული ოცნების”
თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა. მერაბ ქვარაია “ქართული
ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატია. გუშინ გახდა ცნობილი, რომ
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გახდა.
20 დეკ 2019
1.საქართველოს კანონი საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების
შეტანის შესახებ 2. საქართველოს კანონი არქიტექტურული საქმიანობის
შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 3.
საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს
კანონში ცვლილებების შეტანის თობაზე 4. ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
19 დეკ 2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ პლენარულ სხდომაზე
პროფესიონალური დღე მიულოცა მეგზევეებს, რომელიც 10 დეკემბერს
აღინიშნება. მისი თქმით, პოლიტიკური მაღალი ტემპერატურის ფონზე
შეიძლება ბევრს არ ახსოვდეს, ადამიანები, რომელთა შრომის ფასადაც XXI
საუკუნეში, სწრაფი ეფექტური კომუნიკაციის დინამიური გადაადგილების
ეპოქაში შესაძლებლობა გვეძლევა კომფორტული გადაადგილების საშუალება.
მით უფრო, რომ აბრეშუმის გზის ქვეყანა ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ
ჩვენი საავტომობილო გზები არა მარტო შიდა მოხმარების არამედ
საერთაშორისო დატვირთვისაცაა.
10 დეკ 2019
ეს არის რეალური სახე ოპოზიციის, რომელიც ყოველდღიურად შიშვლდება.
მათი ოცნება ხელისუფლებაში დაბრუნებაა, ეს არის ერთადერთი დესტრუქცია,
რევოლუციური სცენარი, აგორება ტალღის, რომლის ფონზეც ოცნების ახდენა
სურთ, მაგრამ ამას ასრულება არ უწერია.
04 დეკ 2019
"ერთი ყველაზე მთავარი ხაზი, რაც უნდა გაზდევდეს მთელ ამ პროცესს, ეს არის კონსტიტუციის, კანონის დაცვა. ყველანი უნდა შევეცადოთ არ გადავიდეთ იმ წითელ ხაზებს, რომელიც ჩვენ თვითონ საერთო გადაწყვეტილებით, კონსტიტუციით გვაქვს გავლებული. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მომავალშიც, რასაც სიტყვის თავისუფლების დაცვა ქვია. ამიტომაც ოპოზიციას უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს რაღაცა ზღვარი, რომლის იქით გადასვლა არ არის მართებული. ცვლილება, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს დღეს, ე.წ „გერმანული მოდელი“ ის არის აბსოლუტურად შეუსაბამო ჩვენს კონსტიტუციასთან, რაც გამოიწვევს გადასვლას არაკონსტიტუციურ ველზე, რაც თავისთავად შეიძლება ნებისმიერი მოქალაქისთვის საფუძველი, რომ პრაქტიკულად შეიტანოს ეჭვი იმ ლეგიტიმურობაში, იმ პროცესების რომელიც შეიძლება ამას მოყვეს. მე მინდა გასაგები გავხადო ჩვენი პოზიცია, ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან აქტიურად საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს. ჩვენ ყოველთვის ვეთანხმებით დიალოგის პროცესს, ბუნებრივია ეს უნდ აიყოს კონსტრუქციული, საქმიანი, შინაარსიანი და არ უნდა იყოს ფეხების ბრახუნზე აგებული. ამიტომაც ის რაც კონსტრუქციულ ჩარჩოში გადაიყვანს ოპოზიციისა და ხელისუფლების ურთიერთობას ბუნებრივია თითოეული ასეთი ნაბიჯი იქნება მისასალმებელი"-მერაბ ქვარაია
02 დეკ 2019
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მერაბ ქვარაია აცხადებს,
რომ ოპოზიციას აქვს თავისი გეგმები და ამოცანები – ხშირ შემთხვევაში,
პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. მისი თქმით, ხელისუფლებას თავისი
ვალდებულებები აქვს. ამის შესახებ დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში
ჟურნალისტებს განუცხადა. ქვარაია აცხადებს, რომ გვიან ღამით, აქციის
მონაწილეების დაშლისას პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა. „ჩვენ
გვაქვს ჩვენი ვალდებულებები ქვეყნისა და სახელმწიფოს წინაშე. ამიტომ,
პარლამენტი აგრძელებს მუშაობას.
26 ნოე 2019
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ე.წ. ამბოხებული დეპუტატებისა და
ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დასრულდა. როგორც დეპუტატმა მერაბ
ქვარაიამ განაცხადა, მაჟორიტარების ინიციატივასთან დაკავშირებით,
შეთანხმება მიღწეულია.
24 ნოე 2019
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ოპოზიციური პარტიის
წარმომადგენლები შენობაში შეღწევას და მაჟორიტარის ბიუროს კარზე
ბოქლომის დადებას ცდილობდნენ. თუმცა ამის საშუალება მათ მაჟორიტარის
მხარდამჭერებმა არ მისცეს, რომლებმაც დაგეგმილი აქციის შესახებ
ინფორმაცია მედიისგან შეიტყვეს და აქციის დაწყებამდე ბიუროში
მხარდასაჭერად მივიდნენ.
22 ნოე 2019
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, რუსთაველის გამზირზე
მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით,
გავაკეთებ ყოველთვის იმას, რაც თქვენს დანაშაულებრივ ორგანიზაციას-
„ნაცებს“ ყველა განშტოებაში დააზარალებს.
17 ნოე 2019
„ნამდვილად არის კითხვები, რომლებსაც აქვს ლეგიტიმური საფუძვლები და
ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია ეს ჩვენი დიალოგი. თქვენ დაიწყეთ თქვენი
მოხსენება „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით და ამ კონტექსტში მინდა
კითხვა დაგისვათ. კითხვა, რომელიც ჩვენ ამომრჩევლებს, „ქართული
ოცნების“ ამომრჩევლებს, იმ ადამიანებს, ვინც ბატონო ირაკლი თქვენ და
ჩვენ მხარი დაგვიჭირა ყველა არჩვენებზე, მათ აწუხებთ და მათ აქვთ ამ
ცვლილებასთან დაკავშირებით.
12 ნოე 2019