მერაბ ქვარაიამ ახალი სასწავლო წლის დაწყება ზუგდიდის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს მიულოცა

პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია, ახალი სასწავლო წლის დაწყებას ტრადიციულად მშობლიურ ქალაქში შეხვდა.პარლამენტარმა, ახალი სასწავლო წლის დაწყება ზუგდიდის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს პირადად მიულოცა და თითოეულ მათგანს  ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. "ტრადიციად მექცა, რომ აუცილებლად უნდა მივიდე ჩემს მშობლიურ, მე-2 საჯარო სკოლაში და თითოეული მოსწავლის და მასწავლებლის მაჯისცემა ახლოდან ვიგრძნო. არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. დილიდან ვიმყოფებოდით, მე-2, მე-4, აფხაზეთის #1 და ძველი აბასთუმნის საჯარო სკოლაში. ასევე მქონდა შესაძლებლობა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიმელოცა, კერძო სკოლის- ჯიჯი გიმნაზიის მოსწავლეებისთვის. პედაგოგებო, მოსწავლეებო, მინდა მთელი გულწრფელობით მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სკოლაში გატარებული წლები ყოფილიყოს გამორჩეულად საინტერესო პერიოდი თქვენს ცხოვრებაში"-განაცხადა მერაბ ქვარაიამ
16.09.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
3.0772
Down 0.0400
RUB
100
RUB
4.4862
Up 0.0090
EUR
1
EUR
3.4366
Down 0.0260
TRY
1
TRY
0.4542
Down 0.0030
განახლების დრო 03-06-2020